weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ჩასატარებლად სამთავრობო კომისია შეიქმნება – ღარიბაშვილი

15:43 ორშაბათი, 24 იანვარი 2022

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შეიქმნება დროებითი სამთავრობო კომისია, რომელიც 2023 წლის ევროპის ახალგაზრდული საფეხბურთო ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებას ორგანიზებას გაუწევს.

ღარიბაშვილის ინფორმაციით, საქართველოში მატჩები თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გაიმართება, ფინალური თამაში კი ბათუმის ახალ სტადიონზე შედგება.

„ფინალური მატჩი გაიმართება ბათუმის ახალ სტადიონზე, რომელიც საქართველოს მთავრობის დაფინანსებით აშენდა და ეს იქნება ძალიან დიდი მოვლენა 2023 წელს. ფეხბურთის არაერთი ვარსკვლავი ჩამოვა საქართველოში და ქართველ გულშემატკივარს მათი ხილვის შესაძლებლობა მიეცემა.

თეა წულუკიანთან ერთად, მე მქონდა შეხვედრა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელ ლევან კობიაშვილთან და ვისაუბრეთ ამ საკითხზე. ვთქვით, რომ საჭიროა დროებითი სამთავრობო კომისიის შექმნა. დღეს შეიქმნება დროებითი სამთავრობო კომისია, რომელიც ორგანიზებას გაუწევს სწორედ ამ ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებას და მასთან დაკავშირებით ყველა საკითხს მოაგვარებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებებს შორის ევროპის ჩემპიონატის საქართველოსა და რუმინეთში გამართვის შესახებ გადაწყვეტილება უეფამ 2020 წელს მიიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]