weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ლაშა შავდათუაშვილმა პარიზის გრანდ სლემზე ოქრო აიღო

22:45 შაბათი, 05 თებერვალი 2022

პარიზის გრანდ სლემზე ქართველმა ძიუდოისტმა, 73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. მან იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოს სძლია.

ძიუდოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, პარიზის გრანდ სლემი დღეს დაიწყო. შეჯიბრზე, რომელიც 5-6 თებერვალს იმართება, საქართველოს ნაკრების სახელით ექვსი სპორტსმენი გამოდის. დღეს სამმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა. ჯაბა პაპინაშვილმა (60 კგ) და ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) საქართველოს ბრინჯაოს მედლები მოუტანეს.

ლაშა შავდათუაშვილი 2012 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი და 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]