weather cur horoscope tv
აგვისტო 05, 2020

აშშ-ში ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი ნოემბრამდე გადაიდო

16:52 შაბათი, 09 სექტემბერი 2017 hits 1058

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებული ქართველი მოკრივის, ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი ნოემბრამდე გადაიდო. მისმა მეგობრმა, მერაბ დვალიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებით, ხურციძის საქმე ცალკე საქმედ გამოიყო და სხდომის გადადების მიზეზიც ეს გახდა.

37 წლის ავთანდილ ხურციძე ნიუ-იორკში, ე.წ. კანონიერი ქურდის, რაჟდენ შულაიას სინდიკატის წევრებთან ერთად ივნისში დააკავეს. მას რამდენიმე ბრალდება წარუდგინეს, მათ შორის რეკეტი, თავდასხმა და თაღლითობა.

ავთანდილ ხურციძე წარდგენილ ბრალდებებს არ აღიარებს. ის წინასწარ პატიმრობაში ბრუკლინის საპატიმროში იმყოფება.

დაკავების შემდეგ მსოფლიო კრივის ორგანიზაციამ (WBO) ავთანდილ ხურციძეს საშუალო წონაში დროებითი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჩამოართვა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]