weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გარიგებული მატჩების გამო ზუგდიდის და თბილისის საფეხბურთო კლუბები დაჯარიმდნენ

10:36 ორშაბათი, 23 მაისი 2022
ს/კ „დინამო“ ზუგდიდი ს/კ „დინამო“ ზუგდიდი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებით, გარიგებულ თამაშებში მონაწილეობის გამო ზუგდიდის „დინამოს“ და თბილისის „შევარდენ 1906“-ს ჯარიმა დაეკისრათ, ცალკეულ ფეხბურთელებს კი ერთი წლის განმავლობაში თამაში აეკრძალათ.

კომიტეტის გადაწყვეტილებით, ზუგდიდის „დინამო“ მოხსნილია 2022 წლის ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებიდან და დაქვეითდა ერთი საფეხურით დაბალ დივიზიონში. გუნდი ასევე დისკვალიფიცირებულია დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებიდან და დაჯარიმებულია 10 000 ლარით.

ზუგდიდის „დინამოს“ ფეხბურთელებს, ნიკა აფხაზავას, ნიკოლოზ ბერიშვილს და ავთო ენდელაძეს აეკრძალათ ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა 12 თვის ვადით, ხოლო სერგეი დიაჩუკს, ნიკოლოზ ხარაბაძეს, არველოდ ხუნჯგურუას და როინ ჩხაიძეს – 6 თვის ვადით. გარდა ამისა, ფულადი ჯარიმა დაეკისრა ნიკა აფხაზავას - 5000 ლარი, ნიკოლოზ ბერიშვილსა და ავთო ენდელაძეს - 3500 ლარი, სერგეი დიაჩუკს, ნიკოლოზ ხარაბაძეს, არველოდ ხუნჯგურუასა და როინ ჩხაიძეს - 2000 ლარი.

ანალოგიური გადაწყვეტილება იქნა მიღებული თბილისის „შევარდენ 1906“-ის მიმართაც. საფეხბურთო კლუბი მოხსნილია ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებიდან და დაქვეითდა ერთი საფეხურით დაბალ დივიზიონში, ასევე დისკვალიფიცირებულია დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებიდან. თბილისის „შევარდენი 1906“ დაჯარიმდა 10 000 ლარის ოდენობით. მის ფეხბურთელებს, ნიკოლოზ ჯიშკარიანს, გიორგი ნადირაძეს, ილია რეხვიაშვილს, დმიტრო ზოზულიას და ოლექსანდრ ვეჩტომოვს აეკრძალათ ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა 12 თვის ვადით, ხოლო ნიკა ქორიძეს და იგორ კირიენკოს – 6 თვის ვადით.

თბილისის „შევარდენი 1906“-ის ფეხბურთელებს დაეკისრათ ფულადი ჯარიმაც: დმიტრო ზოზულიას, ოლექსანდრ ვეჩტომოვს, ილია რეხვიაშვილს, ნიკოლოზ ჯიშკარიანსა და გიორგი ნადირაძეს – 3500 ლარი, ნიკა ქორიძესა და იგორ კირიენკოს კი 2000 ლარი.

სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის განცხადებით, გადაწყვეტლების მიღებამდე სადისციპლინო კომიტეტი უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის ანგარიშს, მხარეთა ახსნა-განმარტებებს, და მატჩებში საეჭვო ეპიზოდების ვიდეო ჩანაწერს გაეცნო.

ზუგდიდის „დინამომ“ ბოლო შეხვედრა თბილისში „ვიტ ჯორჯიასთან“ 22 მაისს გამართა. მატჩი ფრედ, 3:3 დასრულდა. ზუგდიდურ კლუბს 16 ქულა ჰქონდა და ეროვნულ ლიგა 2-ში მე-6 ადგილზე იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]