weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ტეხასის შტატის დაწყებით სკოლაში სროლას სულ მცირე 19 ბავშვი ემსხვერპლა

11:33 ოთხშაბათი, 25 მაისი 2022
ფოტო Ⓒ Marco Bello/Reuters ფოტო Ⓒ Marco Bello/Reuters

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტეხასის შტატის ქალაქ იუვალდში, დაწყებით სკოლაში სროლის შედეგად სულ მცირე 19 მოსწავლე და ორი ზრდასრული დაიღუპა. თავდამსხმელი სამართალდამცველებმა მოკლეს.

სროლის შედეგად დაჭრილებიც არიან. არსებული ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში 13 ადამიანია გადაყვანილი, რომელთაგან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

სამართალდამცველი ორგანოების მიერ თავდამსხმელად იდენტიფიცირებულია 18 წლის ბიჭი, რომელმაც სკოლის ტერიტორიაზე შეჭრამდე, სახლში საკუთარ ბებიასაც ესროლა. ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ მარტო მოქმედებდა. სამართალდამცველების ინფორმაციით, ის ყველას ესროდა, ვინც წინ ხვდებოდა.

სროლა ზაფხულის არდადეგების დაწყებამდე ორი დღით ადრე მოხდა. ტეხასის შტატის სენატორმა დემოკრატიული პარტიიდან, როლანდ გუტიერესმა განაცხადა, რომ თავდამსხმელმა ორი ნახევრად-ავტომატური თოფი ადგილობრივ მაღაზიაში საკუთარ 18 წლის იუბილეზე შეიძინა. უცნობია, სწორედ ამ იარაღიდან ისროლა მან თუ არა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა დაუყოვნებელი მოქმედება იარაღის ლობის წინააღმდეგ, რაც ხელს უშლის იარაღით ვაჭრობის შემზღუდავი კანონმდებლობის მიღებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]