weather cur horoscope tv
დეკემბერი 02, 2020

კალათბურთში ევროპის ჩემპიონი სლოვენია გახდა

10:21 ორშაბათი, 18 სექტემბერი 2017 hits 2197

სლოვენიის ნაკრები ევრობასკეტ 2017-ის გამარჯვებულია. საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, სერბი იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილმა სლოვენიელებმა ფინალურ მატჩში სერბეთის ნაკრები 93:85 დაამარცხეს და ევროპის ჩემპიონები ისტორიაში პირველად გახდნენ.

სლოვენიამ მთელი ტურნირი უმაღლეს დონეზე ჩაატარა, ყველა შეხვედრის მოგება შეძლო და რაც მთავარია, ნახევარფინალში უძლიერესი ესპანეთის ნაკრები გაანადგურა. ფინალი კი ბრწყინვალე სანახავი გამოდგა: თანაბარი პირველი პერიოდის შემდეგ, სლოვენიამ მეორე პერიოდში სერბეთის დაჩაგვრა მოახერხა, კომფორტული სხვაობის მოპოვება შეძლო და ტაიმი 56:47 მოიგო.

სერბეთმა მესამე პერიოდი უკეთესად ჩაატარა და უკანასკნელი მონაკვეთის წინ ჩამორჩენა ოთხ ქულამდე შეამცირა, ხოლო მეოთხე პერიოდის შუაში სულაც დაწინაურება შეძლო. აღსანიშნავია, რომ მესამე პერიოდის ბოლოს ტრავმა მიიღო სლოვენიელთა ერთ-ერთმა ლიდერმა ლუკა დონჩიჩმა და თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა. დანაკლისმა სლოვენიელები დააბნია, რითაც სერბებმა ისარგებლეს და წინაც გავიდნენ. თანაც, შეხვედრის ბოლო მეოთხედში თამაში აღარ წაუვიდა გორან დრაგიჩს, რომელიც ბოლო წუთებში იგორ კოკოშკოვმა შეცვალა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, სლოვენიელებმა საჭირო ძალები გამონახეს, შეხვედრის უკანასკნელი წუთები უმაღლეს დონეზე ჩაატარეს და საბოლოო ჯამში 8-ქულიანი სხვაობით იმარჯვეს.

რაც შეეხება მესამე ადგილისთვის მატჩს, ესპანეთმა რუსეთი ანალოგიური ანგარიშით 93:85 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა.

ფინალისა და მთლიანად ევრობასკეტის საუკეთესო მოთამაშედ „მაიამი ჰიტის“ სლოვენიელი წევრი გორან დრაგიჩი დასახელდა, რომელმაც გადამწყვეტ მატჩში საკუთარ გუნდს 28:21 წუთში 35 ქულა, 7 მოხსნა, 3 გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.

ტურნირის საუკეთესო ხუთეული კი ასე გამოიყურება: გორან დრაგიჩი, ლუკა დონჩიჩი (ორივე სლოვენია), ბოგდან ბოგდანოვიჩი (სერბეთი), ალექსეი შვედი (რუსეთი) და პაუ გასოლი (ესპანეთი).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]