weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ლუის ჰამილტონი მეოთხე ტიტულს მიუახლოვდა

12:29 ორშაბათი, 18 სექტემბერი 2017

ლუის ჰამილტონის გამარჯვებით დასრულდა სინგაპურის გრან-პრის რბოლა, რითაც ბრიტანელი პილოტი ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონის მეოთხე ტიტულს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა, რადგან მისმა მთავარმა მეტოქემ, გერმანელმა სებასტიან ფეტელმა პოულზე დაწყებული რბოლა მეხუთე წრეზე, დამტვრეული მანქანით დაასრულა.

რბოლა წვიმით დასველებულ ტრასაზე, დიდი ავარიით დაიწყო, რომელმაც ასპარეზობას წინა ორ რიგში მდგარი ოთხი მანქანიდან სამი გამოთიშა. ყველაფერი კი იმან გამოიწვია, რომ პოულზე მდგარი სებასტიან ფეტელი ოდნავ შეყოვნდა, რითაც უმალ ისარგებლა მაქს ფერსტაპენმა და გვერდში ამოუდგა. ამ დროს, ორივეს გასწრება კიმი რაიკონენს შეეძლო, რომელმაც სტარტზე ბრწყინვალე რეაქცია გამოავლინა და მის წინ მდგარ დანიელ რიკარდოს მანამ გაასწრო, სანამ ავსტრალიელი ნორმალურდ აჩქარებას მოასწრებდა. როდესაც პელოტონი პირველ მოსახვევს უახლოვდებოდა, ფეტელმა მკვეთრად მარცხნავ გადაინაცვლა, სადაც ადგილის დაკავება უკვე მოესწრო ფერსტაპენს. ამას კი მისგან თავისი „რედ ბულის“ მორიდება უკვე აღარ შეეძლო, რადგან მარცხნივ უკვე რაიკონენი ედგა. მარტივად რომ ითქვას, „ფერარის“ პილოტებმა ჰოლანდიელი სენდვიჩში მოაქციეს და მოხდა ის, რაც ასეთ მომენტებში გადრაუვალია. ფერსტაპენის მანქანის წინა მარჯვენა ბორბალი ფეტელის „ფერარის“ დაეჯახა. იმავდროულად მოხდა კონტაქტი ფერსტაპენსა და რაიკონენს შორის. ფეტელმა შეძლო გზის გაგრძელება და ისიც კი მოასწრო, რომ ჰამილტონის წინ დარჩენილიყო. ფერსტაპენი და რაიკონენი კი დატრიალდნენ და გზად ფერნანდო ალონსოც გაიყოლეს, რომელსაც იმ მომენტისთვის რამდენიმე მეტოქე ჩამოეტოვებინა. მანაც გზა გააგრძელა, თუმცა რამდენიმე წრის შემდეგ იძულებული გახდა, გაჩერებულიყო. შორს ვერც ფეტელი წავიდა, რომელსაც მალე დაზიანებული მანქანა დაუტრიალდა, რომლის ცხვირიც ბეტონის კედელს მიამტვრია.

ამრიგად, ლუის ჰამილტონი ფაქტობრივად უბრძოლველად დაეუფლა ლიდერის პოზიციას და მეტოქისგან მიღებული საჩუქარი ხელიდან არც გაუშვია. ამ გამარჯვებით, ფეტელთან მისმა უპირატესობამ 28 ქულას მიაღწია, რაც დარჩენილ ექვს ეტაპზე საკმაოდ დიდი უპირატესობაა, თუმცა - არა დაუძლეველი. რიკარდომ ფინიშის ხაზი მეორემ გადაკვეთა. სხვათა შორის, ეს სინგაპურის ზედიზედ მესამე რბოლაა, რომელსაც ავსტრალიელი მეორე ადგილზე ასრულებს.

სინგაპურის დიდი პრიზი

სინგაპური, იას მარინა, დისტანცია 308.828 კმ (61 წრე, 5.065 კმ)

ლუის ჰამილტონი (დიდი ბრიტანეთი, „მერსედესი“) 2:03:23.543

დანიელ რიკარდო (ავსტრალია, „რედ ბული“) +00:04.507

ვალტერი ბოტასი (ფინეთი, „მერსედესი“) 00:08.800

კარლოს საინსი (ესპანეთი, „ტორო როსო“) 00:22.822

სერხიო პერესი (მექსიკა, „ფორს ინდია“) 00:25.359

ჯოლიონ პალმერი (დიდი ბრიტანეთი, „რენო“) 00:27.259

სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, „მაკლარენი“) 00:30.388

ლანს სტროლი (კანადა, „უილიამსი“) 00:41.696

რომენ გროჟანი (საფრანგეთი, „ჰაასი“) 00:43.282

ესტებან ოკონი (საფრანგეთი, „ფორს ინდია“) 00:44.795

ფელიპე მასა (ბრაზილია, „უილიამსი“) 00:46.536

პასკალ ვერლაინი (გერმანია, „ზაუბერი“) 2 წრე

რბოლას გამოეთიშნენ:

კევინ მაგნუსენი (დანია, „ჰაასი“) 7 წრე

ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, „რენო“) 10 წრე

მარკუს ერიკსონი (შვედეთი, „ზაუბერი“) 22 წრე

დანილ კვიატი (რუსეთი, „ტორო როსო“) 47 წრე

ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, „მაკლარენი“) 49 წრე

სებასტიან ფეტელი (გერმანია, „ფერარი“) 57 წრე

მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, „რედ ბული“) 57 წრე

კიმი რაიკონენი (ფინეთი, „ფერარი“) 57 წრე

უსწრაფესი წრე:

ლუის ჰამილტონი - 1:45.008, 55-ე წრე

2017 წლის მრბოლთა საერთო კლასიფიკაცია:

  1. ლუის ჰამილტონი - 263 ქულა;
  2. სებასტიან ფეტელი - 235
  3. ვალტერი ბოტასი - 212
  4. დანიელ რიკარდო - 162
  5. კიმი რაიკონენი - 138
  6. მაქს ფერსტაპენი - 68
  7. სერხიო პერესი - 68
  8. ესტებან ოკონი - 56
  9. კარლოს საინსი - 48
  10. ნიკო ჰულკენბერგი - 34
  11. ფელიპე მასა - 31
  12. ლანს სტროლი - 28
  13. რომენ გროჟანი - 26
  14. კევინ მაგნუსენი - 11
  15. ფერნანდო ალონსო - 10
  16. ჯოლიონ პალმერი - 8
  17. სტოფელ ვანდოორნი - 7
  18. პასკალ ვერლაინი - 5
  19. დანილ კვიატი - 4
  20. მარკუს ერიკსონი - 0
  21. ანტონიო ჯოვანაცი - 0

2017 წლის კონსტრუქტორთა თასის კლასიფიკაცია:

  1. მერსედესი - 475 ქულა
  2. ფერარი - 373
  3. რედ ბულ-TAG ჰოიერი - 230
  4. ფორს ინდია-მერსედესი - 124
  5. უილიამს-მერსედესი - 59
  6. ტორო როსო-რენო - 52
  7. რენო - 42
  8. ჰაას-ფერარი - 37
  9. მაკლარენ-ჰონდა - 17
  10. ზაუბერ-ფერარი - 5

წყარო: World Sport

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]