weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

UEFA-ს ერთა ლიგის ფორმატი ოფიციალურად დამტკიცდა

12:01 ხუთშაბათი, 21 სექტემბერი 2017

UEFA-ს ერების ლიგის ფორმატი შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე UEFA-ს შტაბბინაში გამართულ UEFA-ს კომიტეტის სხდომაზე ოფიციალურად გაცხადდა. UEFA-ს ერთა ლიგაში მონაწილებას UEFA-ს 55 წევრი ქვეყნის ნაკრები მიიღებს და გათამაშება 2018 წლის სექტემბერში დაიწყება. იგი ჩაანაცვლებს ამხანაგურ მატჩებს და მისით ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საგზურების გარკვეული ნაწილიც გათამაშდება.

ერთა ლიგის მონაწილე 55 ევროპული ნაკრები რეიტინგის მიხედვით ოთხ დივიზიონად გადანაწილდება.

A დივიზიონში UEFA-ს რეიტინგის მოწინავე 12 ნაკრები მოხვდება. შემდეგი 12 ნაკრები B დივიზიონში განთავსდება, 15 ნაკრები C დივიზიონში, ხოლო D დივიზიონი 16 უსუსტესი გუნდით დაკომპლექტდება.

A და B დივიზიონებში ოთხი სამგუნდიანი ჯგუფები შეიქმნება, C დივიზიონში ერთი სამგუნდიანი და სამი ოთხგუნდიანი იქნება, ხოლო D დივიზიონში ჩვეულებრივ ოთხი ოთხგუნდიანი ჯგუფი ჩამოყალიბდება.

A დივიზიონის ოთხი გამარჯვებული ერთა ლიგის ფინალური ეტაპზე 2019 წლის ზაფხულში ითამაშებს, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რომელი ქვეყნები უმასპინძლებენ ფინალურ ტურნირს. ე.წ ოთხთა ფინალში გაიმართება ნახევარფინალური მატჩები, შეხვედრა მესამე ადგილისთვის და რა თქმა უნდა - ფინალი.

B, C და D დივიზიონის გამარჯვებულები ერთი რანგით დაწინაურდებიან, ხოლო A, B და C დივიზიონის ბოლოადგილოსნები დაქვეითდებიან.

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპი

ევროპის ჩემპიონატის 24 საგზურიდან 20 ჩვეულებრივი შესარჩევი ციკლით გათამაშდება. შეიქმნება 10 (5 და 6-გუნდიანი ქვეჯგუფები) და პირველ-მეორე ადგილზე გასული 20 ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას ავტომატურად მოიპოვებს.

დანარჩენი 4 ადგილი კი სწორედ ერთა ლიგით გათამაშდება. თუ ერთა ლიგაში გაიმარჯვებს ისეთი გუნდი, რომელსაც მანამდე საკვალიფიკაციო ეტაპიდან უკვე ექნება ჩემპიონატზე გამსვლელი ადგილი მოპოვებული, მაშინ საგზური ავტომატურად ერთა ლიგის იმავე დივიზიონში მეორეადგილოსან გუნდს გადაეცემა.

აქვე გეტყვით, რომ რეიტინგის დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს ნაკრები UEFA-ს ერთა ლიგის D დივიზიონში ითამაშებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]