weather cur horoscope tv
დეკემბერი 05, 2020

გადამწყვეტი მომენტი ჰოლანდიის ნაკრებისთვის

14:14 ხუთშაბათი, 21 სექტემბერი 2017 hits 1246

ჰოლანდიის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიკ ადვოკაატმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად ორი გადამწყვეტი მატჩის წინ მოთამაშეთა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

ბოლო ორი მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი ჰოლანდიის ნაკრები კრიზისშია. თაობათა ცვლის მტკივნეულ პროცესში მყოფ გუნდს საკვალიფიკაციო ეტაპზე დარჩენილი ორივე მატჩის მოგება მართებს, რათა ქვეჯგუფიდან გავიდეს. სხვა შემთხვევაში „ნარინჯისფერები“ ზედიზედ ორ დიდ საფეხბურთო ფორუმს გამოტოვებენ - მოგეხსენებათ, ნიდერლანდელებმა გასულ წელს გამართული ევროპის ჩემპიონატი სწორედ შესარჩევ ციკლში წარუმატებლობის გამო გამოტოვეს.

„მექანიკური ფორთოხალი“ გადამწყვეტი შეხვედრებისთვის 31 ფეხბურთელით ემზადება:

მეკარეები: იასპერ სილესენი (ბარსელონა), მაარტენ სტეკელენბურგი (ევერტონი), იერუნ ზუტი (პ.ს.ვ. ეინდჰოვენი).

მცველები: მატეის დე ლიგტი, ჯოელ ველტმანი (ორივე - აიაქსი), ნათან აკე (ბორნმუთი), დეილი ბლინდი (მანჩესტერ იუნაიტედი), უესლი ჰუდტი (საუთჰემპტონი), კარიმ რეკიკი (ჰერტა), კენი ტეტე (ლიონის ოლიმპიკი), სტეფან დე ვრეი (ლაციო), ბრუნო მარტინს ინდი (სტოუკ სიტი), დერილ იანმაატი (უოტფორდი), ტიმოთი ფოსუ-მენსა (კრისტალ პალასი).

ნახევარმცველები: ტონი ვილენა, იენს ტოორნსტრა (ორივე - ფეიენოორდი), დეივი პრიოპერი (ბრაიტონი), უესლი სნეიდერი (ნიცა), კევინ სტროოტმანი (რომა), ჯორჯინიო ვეინალდუმი (ლივერპული), მემფის დეპაი (ლიონის ოლიმპიკი), დეივი კლაასენი (ევერტონი), ჯერმეინ ლენსი (ბეშიქთაში), დონი ვან დე ბეეკი (აიაქსი), მარკო ვან გინკელი (პ.ს.ვ. ეინდჰოვენი).

თავდამსხმელები: ვინსენტ იანსენი, რობინ ვან პერსი (ორივე - ფენერბაჰჩე), ბას დოსტი (ლისაბონის სპორტინგი), ქვინსი პრომესი (მოსკოვის სპარტაკი), არიენ რობენი (ბაიერნი), ელჯერო ელია (ისთანბულ ბაშაქშეჰირი), რაიან ბაბელი (ბეშიქთაში), კლაას-იან ჰუნტელაარი (აიაქსი), იურგენ ლოკადია (პ.ს.ვ. ეინდჰოვენი).

ჰოლანდია 7 ოქტომბერს სტუმრად ქალაქ ბორისოვოში ბელარუსის ნაკრებს შეხვდება, 10 ოქტომბერს კი უპრინციპულეს მატჩში „ამსტერდამ არენაზე“ შვედეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]