weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2020

ჭაბუკმა მოკრივეებმა ევროპის ჩემპიონატზე 3 მედალი მოიპოვეს

11:08 სამშაბათი, 26 სექტემბერი 2017 hits 936

საქართველოს ჭაბუკ მოკრივეთა ნაკრებმა ბულგარეთის ქალაქ ალბენაში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე 3 მედალი მოიპოვა. ქართულ დელეგაციას პირველი მედალი მამუკა აბულაძემ (52 კგ) მოუტანა, რომელმაც მე-3 ადგილის დაკავება შეძლო. კვარცხლბეკზე ასვლა ასევე მოახერხეს ლუკა კუბლაშვილმა (46 კგ) და ბაკურ ჩიქოვანმა (57 კგ) - მათ აქტივში ვერცხლის მედლებია.

ფინალურ ორთაბრძოლაში კუბლაშვილი ბულგარელ ერგიუნალ სებაჰთინთან დამარცხდა, ხოლო ჩიქოვანი რუს უსმან მაგამადოვს ვერ გაუმკლავდა.

ბულგარეთში მოასპარეზე საქართველოს ჭაბუკ მოკრივეთა ნაკრებს ბექა ლობჟანიძე და ნიკოლოზ იზორია წვრთნიდნენ.  

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]