weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ჭაბუკმა ძალოსნებმა ევროპის ჩემპიონატზე ორი ოქროს მედალი მოიპოვეს

17:13 ორშაბათი, 02 ოქტომბერი 2017

კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში გამართულ ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს მედალი მოიპოვა: 15-წლამდელებში კონტინენტის ჩემპიონი, გურამ გიორბელიძის (62 კგ) შემდეგ, ლაშა თაქთაქიშვილიც (94 კგ) გახდა.

94 კგ წონით კატეგორიაში ლაშა თაქთაქიშვილმა ორივე მოძრაობაში პირველი ადგილი დაიკავა: ატაცში 117 კგ-ით, აკვრაში კი - 145 კგ-ით. ორჭიდის ჯამში თაქთაქიშვილმა 262 კგ-ით იპირველა. გიორბელიძის დარად, მანაც თურქ კონკურენტს აჯობა - ოსმან ორანს 20 კგ-ით გაასწრო.

აქვე გეტყვით, რომ 17-წლამდელთა შორის საქართველოს გუნდმა მხოლოდ ორი მცირე ბრინჯაო მოიგო: 69 კგ წონაში არჩილ მალაყმაძემ ატაცში 134 კგ დაძლია, +94 კგ წონით კატეგორიაში კი იმავე მოძრაობაში 150 კგ-ით ასევე მესამე იყო თორნიკე ტაბატაძე.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]