weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ქართველმა მოჭიდავეებმა სომხეთში 9 მედალი მოიპოვეს

10:05 ორშაბათი, 09 ოქტომბერი 2017

სომხეთის ქალაქმა ვანაძორმა სტეპან სარგისიანის სახელობის თასის რიგით 22-ე საერთაშორისო გათამაშებას უმასპინძლა, სადაც საქართველოს ნაკრებმა 9 მედალი მოიპოვა.

ტურნირის ჩემპიონი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ავთანდილ კენჭაძე გახდა, ვერცხლის მედლები კონსტანტინე ხაბალაშვილმა და გიორგი მეშვილდიშვილმა მოიპოვეს, მესამე საპრიზო ადგილები კი შალვა ხუციშვილმა, ომარ გურჯიძემ, ლევან ქელეხსაშვილმა , გიორგი ლობჟანიძემ, დავით ხუციშვილმა და ნიკა კენჭაძემ დაიკავეს.

აღსანიშნავია, რომ მთავარი მწვრთნელის, გიორგი იანტბელიძის გადაწყვეტილებით, საქართველოს ნაკრებმა ლიდერების გარეშე, გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]