weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ჯანო ანანიძე რუსეთის ჩემპიონი გახდა

10:32 ორშაბათი, 08 მაისი 2017

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ჯანო ანანიძე რუსეთის ჩემპიონია. მისმა საფეხბურთო კლუბმა მოსკოვის „სპარტაკმა“ რუსეთის პრემიერ ლიგის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ნანატრი ჩემპიონობა მოიპოვა.

რუსეთის მიმდინარე ჩემპიონატში „სახალხო გუნდი“ მდევრებს, სანკტ-პეტერბურგის „ზენიტსა“ და მოსკოვის „ც.ს.კ.ა.“-ს შესაბამისად, 11 და 10 ქულით უსწრებს და მათთვის მიუწვდომელი გახდა.

აღნიშნული ტიტულით მოსკოვის „სპარტაკი“ ახალ სეზონში UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, სადაც პირველ კალათში იქნება განთესილი.

რაც შეეხება ჯანო ანანიძეს, ჩემპიონობაში მისი წვლილიცაა. 24 წლის ქართველმა ნახევარმცველმა 4 გოლი გაიტანა, უმეტესად სასტარტო შემადგენლობაში ასპარეზობდა და კარგი თამაშის წყალობით რამდენჯერმე ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. მისი გატანილი გოლები კი საუკეთესო გოლებს შორის სახელდებოდა.

„სპარტაკი“ რუსეთის ჩემპიონი ბოლოს 2001 წელს იყო. დამოუკიდებელი რუსეთის ისტორიაში მოსკოვური გუნდი ჩემპიონი მეათედ გახდა, სულ კი საბჭოთა კავშირის პერიოდში მოპოვებული ჩემპიონობის ჩათვლით „სპარტაკს“ ქვეყნის 22-ე ჩემპიონობა ეწერება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]