weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სერბეთმა რუსეთში თამაშის უფლება საქართველოს დამარცხებით მოიპოვა

10:31 სამშაბათი, 10 ოქტომბერი 2017

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გამოსვლა საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ბელგრადში მასპინძელ სერბეთთან მარცხით დაასრულა. შეხვედრის ერთადერთი გოლი შეცვლაზე შესულმა ალექსანდარ პრიოვიჩმა გაიტანა, გამარჯვების წყალობით კი ქვეჯგუფის პირველადგილოსანი სერბეთი გაისად რუსეთში გასამართ მუნდიალზე იასპარეზებს.

პირველი ტაიმი ნულოვანი ყაიმით დასრულდა. უმოტივაციო „ჯვაროსნები“ თავისუფლად მოქმედებდნენ, მასპინძელ სერბებს კი ნერვიულობა ეტყობოდათ, რადგან მათთვის შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, საქართველოს ეროვნული გუნდი კი მხოლოდ ნანატრ გამარჯვებაზე ფიქრობდა. პირველმა ტაიმმა თანაბარ ბრძოლაში განვლო, მეორე ნახევარში კი სლავოლიუბ მუსლინის გუნდი გააქტიურდა, სათამაშო ტემპს მოუმატა, საგოლე მომენტებს შექმნას შეუდგა და სასურველ შედეგს 74-ე წუთზე მიაღწია: სერბებმა სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს, ალექსანდარ მიტროვიჩის ფლანგურ გადაცემას კი ხსენებული პრიოვიჩი დახვდა და მასპინძლები სიხარულისგან გადარია - 1:0. დარჩენილ დროში ვლადიმირ ვაისის გუნდს მიეცა შანსი ანგარიშის გადარჩენის, თუმცა მეტოქისგან განსხვავებით, ქართველებს აგრესია ეკლდათ, სერბებმა კი მშვიდად მოიგეს და მსოფლიო ჩემპიონატის ნანატრი საგზური მოიპოვეს.

ამრიგად, საქართველოს ეროვნულმა გუნდმა, რომელიც საკვალიფიკაციო ეტაპის განვლილ ათ მატჩში მხოლოდ პერიოდულად აჩვენებდა მაღალი დონის თამაშს, მოუგებლად, ხუთი ფრითა და ხუთი წაგებით დაასრულა შესარჩევი ციკლი. მატჩების უმეტესობაში გუნდი შეთამაშებულ და კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობდა, რაც ნამდვილად იყო ვლადიმირ ვაისის დამსახურება, თუმცა ცხადია ეს არ აღმოჩნდა საკმარისი და აშკარად ჩანდა საშემსრულებლო კლასის ნაკლებობა.

სერბეთი – საქართველო 1:0

სერბეთი: ვ. სტოიკოვიჩი; ივანოვიჩი, ნ. მაქსიმოვიჩი, დ. ტოშიჩი, ა. რუკავინა, კოლაროვი; მატიჩი, გუდელი; ლიაიჩი (პრიოვიჩი 61), დ. ტადიჩი (კოსტიჩი 88); ა. მიტროვიჩი (მილოვოიევიჩი 75).

მწვრთნელი: სლავოლიუბ მუსლინი

საქართველო: მაკარიძე; ო. კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, ნავალოვსკი; კანკავა, გვილია, აბურჯანია (დვალიშვილი 82), ჯიღაური (ჰუფნაგელი 86), ყაზაიშვილი; ქვილითაია (მერებაშვილი 78).

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

გოლი: პრიოვიჩი (74)

გაფრთხილება: ქვილითაია (19), მატიჩი (43), ნ. მაქსიმოვიჩი (70), დ. ტოშიჩი (80), გვილია (86).

მსაჯი: პაველ გილი (პოლონეთი)

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]