weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„თელავმა“ მორიგი გამარჯვება სტუმრად „ჭიათურასთან“ მოიპოვა

11:40 სამშაბათი, 17 ოქტომბერი 2017

საქართველოს ჩემპიონატის ლიგა 3-ის მეორე ეტაპის მორიგ ტურში საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ საჩხერეში „ჭიათურას“ 3:1 სძლია და მიმდინარე გათამაშებაში იმერული კლუბი მეორედ დაამარცხა.

გიორგი დეკანოსიძის გაწვრთნილმა თელაველმა ფეხბურთელებმა უსწრაფესი გოლი პირველივე წუთზე გაიტანეს, როდესაც ვასიკო გოგოლიძის მარჯვენა ფლანგიდან გამჭოლ გადაცემას გიორგი ნიქაბაძე დახვდა. პირველივე ტაიმში ანგარიშის გაზრდა გიორგი ხარებაშვილსა (ორჯერ) და იმავე ნიქაბაძეს შეეძლოთ, თუმცა ორივე ფეხბურთელმა მეორე ნახევარში იხეირა: 53-ე წუთზე ხარებაშვილმა გაიტანა, მატჩის მიწურულს კი ნიქაბაძემ დუბლი შეასრულა.

მორიგ მატჩს „თელავი“ 26 ოქტომბერს შინ, გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე გამართავს და ხონის „იმერეთს“ შეხვდება. აღსანიშნავია, რომ გიორგი დეკანოსიძის გუნდს 100-პროცენტიანი შედეგი ექნებოდა, რომ არა 19 სექტემბერს, ხონში „იმერეთთან“ მატჩის მიწურულს არჩათვლილი ნაღდი გოლი და დაკარგული 2 ქულა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]