weather cur horoscope tv
მარტი 02, 2021

ჯაბა პაპინაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია

12:17 ხუთშაბათი, 19 ოქტომბერი 2017 hits 1392

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში დაწყებული მსოფლიოს ჩემპიონატი ოქროს მედლით გახსნა. 2017 წლის სეზონის უმთავრეს შეჯიბრებაზე ოქროს მედლის მოპოვება 55 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ჯაბა პაპინაშვილმა შეძლო.

19 წლის მსუბუქწონოსანმა შეჯიბრება ფრანგ ტეო რაულ ებრართან დაჭიდებით გახსნა და მეტოქეს ერთი თვის წინანდელი ევროპის ჩემპიონატის რეპეშაჟის ფინალში განცდილი მარცხისთვის ვაზარით აუღო რევანში. მეორე მოწინააღმდეგეს, ბრაზილიელ ბრუნო ვატანაბეს უილეთოდ, გაფრთხილებების ლიმიტის ამოწურვით სძლია. მონღოლ უნუბოლდ ლხაგვაჯამცს წუთი და 11 წამი აკმარა. ნახევარფინალში კი ყაზახ ბაუირჟან ნარბაევს „ოქროს დროში” შესრულებული ვაზარით აჯობა. ფინალში პაპინაშვილი აზერბაიჯანელ ნათიგ ყურბანლის დაეჭიდა და ვაზარიდ შეფასებული ორი გდებით გაუსწორდა.

აღსანიშნავია, რომ ვაჟთა შორის უმსუბუქეს წონით კატეგორიაში საქართველოს დროშის ქვეშ ვანო ნინიაშვილმაც იჭიდავა და რომ არა ხსენებულ ყურბანლისთან ნახევარფინალში განცდილი მარცხი, მსოფლიო კონკურენცია ქართული ფინალით დაგვირგვინდებოდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]