weather cur horoscope tv
ოქტომბერი 20, 2020

ჭაბუკმა სამბისტებმა მსოფლიო პირველობაზე 12 მედალი მოიპოვეს

17:15 ორშაბათი, 23 ოქტომბერი 2017 hits 1139

სერბეთის ქალაქ ნოვი სადში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე ახალგაზრდა და ჭაბუკ სამბისტთა შორის, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრებმა ჯამში 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

მსოფლიოს ჩემპიონები ჭაბუკებს შორის გაგა ვარდოსანიძე (52 კგ), გაგა ბახტიძე (60 კგ) და ლევან გუგავა (70 კგ) გახდნენ, ახალგაზრდებს შორის კი ოქროს მედალს დავით რამაზაშვილი დაეუფლა.

აღსანიშნავია, რომ გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა.

მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალგაზრდა და ჭაბუკ სამბისტთა შორის მედლები ქართველ სპორტსმენებზე ასე განაწილდა:

ჭაბუკები

ოქრო - გოგა ვარდოსანიძე (52 კგ)

ოქრო - გაგა ბახტიძე (60 კგ)

ოქრო - ლევან გუგავა (70 კგ)

ვერცხლი - საბა გრიგალაშვილი (65 კგ)

ბრინჯაო - ამირან დარბაისელი (56 კგ)

ბრინჯაო - ლაშა მათიაშვილი (81 კგ)

ბრინჯაო - ომარ საური (87 კგ)

ბრინჯაო - ქეთინო ჩხაიძე (70 კგ)

ახალგაზრდები

ოქრო - დავით რამაზაშვილი (100 კგ)

ვერცხლი - დავით კოპაძე (68 კგ)

ბრინჯაო - ვახტანგ მეტივიშვილი (57 კგ)

ბრინჯაო - ნიკა სიდამონიძე (90 კგ)

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]