weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

კრისტიანო რონალდო და ზინედინ ზიდანი FIFA-მაც დააჯილდოვა

10:55 სამშაბათი, 24 ოქტომბერი 2017

ლონდონში FIFA-ს ოფიციალური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა და წლის საუკეთესოები სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდა. FIFA-ს ვერსიით, სადაც საუკეთესო ფეხბურთელებს ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელები, კაპიტნები და ასევე გულშემატკივრები ირჩევნდნენ, 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი კრისტიანო რონალდო გახდა. მადრიდის „რეალის” ლიდერმა ლიონელ მესისა და ნეიმარს აჯობა.

ქალთა შორის წლის საუკეთესო ფეხბურთელი 24 წლის ჰოლანდიელი ლიკე მარტენსი გახდა, რომელმაც გასულ ზაფხულს საკუთარ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე გაიმარჯვა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

მამაკაცთა შორის წლის საუკეთესო მწვრთნელის ნომანციაში პირველობა არავის დაუთმო ზინედინ ზიდანმა, რომელმაც 2017 წელს „სამეფო კლუბს” ოთხი ტიტული მოაგებინა. ზიზუმ ანტონიო კონტესა და მასიმილიანო ალეგრის აჯობა. იმავე ნომინაციაში გამარჯვებული, ოღონდ ქალთა შორის, ჰოლანდიის ნაკრების დამრიგებელი სარინა ვიგმანი გახდა, რომელმაც გუნდს ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილი მოუტანა.

2017 წლის საუკეთესო მეკარე ჯანლუიჯი ბუფონია. 39 წლის გოლკიპერმა მანუელ ნოიერსა და კეილორ ნავასს აჯობა. აღსანიშნავია, რომ FIFA-მ აღნიშნულ ნომინაციაში საუკეთესო პირველად გამოავლინა.

2017 წლის ულამაზესი გოლი FIFA-ს ვერსიით ოლივიე ჟირუმ გაიტანა. ფრანგმა ფორვარდმა „არსენალის” მაისურით „კრისტალ პალასს” მართლაც დაუვიწყარი გოლი გაუტანა ქუსლით.

ჩეხურ კლუბ „ბრნოს” ფეხბურთელ ფრანსის კონეს 2017 წლის პატიოსანი თამაშის (Fair Play) პრიზი გადაეცა. ფრანგმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში მეტოქე გუნდის მეკარე მოედანზე სიკვდილისგან იხსნა და გმირობა ამ მხრივაც დაუფასდა.

დაჯილდოებაზე ასევე გამოვლინდა FIFA-ს ვერსიით 2017 წლის გუნდიც, სიმბოლური ნაკრები, რომელშიც „რეალის” ფეხბურთელთა დომინირება აღინიშნა:

მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი

მცველები: დანი ალვესი, სერხიო რამოსი, ლეონარდო ბონუჩი, მარსელო

ნახევარმცველები: ტონი კროოსი, ლუკა მოდრიჩი, ანდრეს ინიესტა

თავდამსხმელები: ნეიმარი, ლიონელ მესი, კრისტიანო რონალდო

P.S. აქვე გაგაცნობთ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისისა და ეროვნული გუნდის კაპიტნის ჯაბა კანკავას არჩევანს:

ვლადიმირ ვაისი

საუკეთესო ფეხბურთელი: 1. ლიონელ მესი 2. კრისტიანო რონალდო 3. ლუკა მოდრიჩი

საუკეთესო მწვრთნელი: 1. ზინედინ ზიდანი 2. ანტონიო კონტე 3. ჟოზე მოურინიო

ჯაბა კანკავა

საუკეთესო ფეხბურთელი: 1. კრისტიანო რონალდო 2. ლიონელ მესი 3. ნეიმარი

საუკეთესო მწვრთნელი: 1. ზინედინ ზიდანი 2. დიეგო სიმეონე 3. პეპ გვარდიოლა

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]