weather cur horoscope tv
იანვარი 19, 2021

სოლომონ კვერკველია კვლავ ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

10:54 ოთხშაბათი, 25 ოქტომბერი 2017 hits 1112

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის“ ცენტრალური მცველი სოლომონ (საბა) კვერკველია რუსეთის მიმდინარე ჩემპიონატში კიდევ ერთხელ შეიყვანეს ტურის სიმბოლურ ნაკრებში.

მოსკოველმა „რკინიგზელებმა“ მე-14 ტურში შინ „კრასნოდარი“ 2:0 დაამარცხეს და რუსეთის პრემიერ ლიგის გათამაშებას სანკტ-პეტერბურგის „ზენიტთან“ ერთად უდგანან სათავეში.

„ლოკომოტივის“ დაცვის ლიდერმა „კრასნოდართან“ მაღალ დონეზე ითამაშა და „რკინიგზელებმა“ კვერკველიას დამსახურებით მეტოქეს შეტევის საშუალება არ მისცეს“, - წერს გამოცემა championat.com.

შეგახსენებთ, რომ კვერკველია რუსეთის მიმდინარე ჩემპიონატს უმაღლეს დონეზე ატარებს და დაცვაში კარგად თამაშის გარდა, გოლების გატანასა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრასაც ხშირად ახერხებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]