weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

თორნიკე შენგელიას ორმაგი დუბლი და MVP ევროლიგაში

11:31 ხუთშაბათი, 26 ოქტომბერი 2017

საქართველოს ნაკრების წევრი თორნიკე შენგელია ბრწყინვალე ფორმაშია. ლიგა ენდესაში ჩატარებული ჩინებული მატჩის შემდეგ ქართველმა კალათბურთელმა ევროლიგაშიც გამოიჩინა თავი, თუმცა თანაგუნდელებმა მას მხარი ვერ აუბეს და მისი გუნდი „სასკი ბასკონია” შინ „ვალენსიასთან” უშანსოდ დამარცხდა – 63:80.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ „ბასკონიას” მხრიდან კალათბურთს მხოლოდ თორნიკე შენგელია თამაშობდა. პარკეტზე მან 32 წუთი გაატარა და ჩინებული სტატისტიკა დაიწერა: 22 ქულა, 11 მოხსნა, 2 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება. იგი თანაგუნდელებს შორის ერთადერთი იყო, რომელაც ორმაგი დუბლი შეასრულა. შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტმა 26 შეადგინა და ეს საუკეთესო მაჩვენებელი იყო ორივე გუნდის რიგებში. იგი მატჩის საუკეთესო მოთამაშე (MVP) გახდა.

„თოკომოტივმა” 11-დან 8 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 7-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. 11 მოხსნიდან კი, ოთხჯერ მეტოქის ფარზე იყოჩაღა.

რაც შეეხება შეხვედრას, გადამწყვეტი პირველი პერიოდი გამოდგა, რომელიც ბასკებმა 15 ქულიანი სხვაობით დათმეს და შემდეგ ჩამორჩენის აღმოფხვრა ვეღარ მოახერხეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]