weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

ვაკო ყაზაიშვილმა ამერიკული სეზონი დაასრულა

12:42 ხუთშაბათი, 26 ოქტომბერი 2017

ამერიკული საფეხბურთო კლუბი „სან ხოსე ერსქვეიკსი“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ვაკო ყაზაიშვილი გამოდის, ჩრდილოეთ ამერიკის ლიგის (MLS) გათამაშებას 1/8-ფინალში გამოეთიშა და სეზონი დაასრულა.

ყაზაიშვილი კალიფორნიული კლუბი პლეი-ოფში სტუმრად ვანკუვერში „უაიტკეპსს“ შეხვდა და 0:5 წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 86-ე წუთზე შეცვალეს.

ამრიგად, ყაზაიშვილისთვის სეზონი დასრულდა და ის გაზაფხულამდე დაისვენებს, იქამდე ვიდრე სტარტს MLS-ის ახალი გათამაშება აიღებს.

სადებიუტო ამერიკულ სეზონში 24 წლის ქართველმა ნახევარმცველმა 14 მატჩი ჩაატარა (9-ჯერ სასტარტოში) და 5 გოლი გაიტანა. მის მსგავსად მეტოქეთა კარი ამდენჯერვე აიღო კოსტა რიკის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა მარკოს ურენიამ, ხოლო სან ხოსელთა გუნდის საუკეთესო ბომბარდირი შეერთებული შტატების ნაკრების ფორვარდი ქრის ვონდოლოვსკი 13 გოლით გახდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]