weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ზაზა ფაჩულიას 4 ქულა და 9 მოხსნა 13 წუთში

11:35 შაბათი, 28 ოქტომბერი 2017

ზაზა ფაჩულიას გუნდმა „გოლდენ სტეიტ ვორიორზმა“ NBA-ში მორიგი გამარჯვება „ვაშინგტონ ვიზარდსთან“ ძალიან მძიმე ბრძოლაში მოიპოვა.

მთელი თამაშის განმავლობაში სტუმრები წინ იყვნენ, მაგრამ დასკვნით მეოთხედში „მეომრებმა“ იძალეს და 13-ქულიანი უპირატესობით დაასრულეს ბოლო პერიოდი, ხოლო მთლიანად შეხვედრა სამი ქულის სხვაობით მოიგეს – 120:117.

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი მოედანზე 13 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. ფაჩულიამ ხსენებულ დროში 4 ქულა, 9 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. 50%-იანი სიზუსტით ითამაშა შეტევაში, ხოლო 9 მოხსნიდან 3 მეტოქის ფარზე მიითვალა. აღსანიშნავია, რომ „გოლდენ სტეიტის“ რიგებში ფაჩულიაზე მეტი მოხსნა მხოლოდ კევინ დურანტმა დააგროვა (11).

„გოლდენ სტეიტი“ დასავლეთ კონფენერენციაში 4 მოგებითა და 2 წაგებით მეხუთე ადგილზეა. კალიფორნიული გუნდი მომდევნო მატჩს 30 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „დეტროიტ პისტონზთან“ ჩაატარებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]