weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ზაზა ფაჩულიას გუნდი NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა

11:30 სამშაბათი, 09 მაისი 2017

ზაზა ფაჩულია და მისი კლუბი „გოლდენ სტეიტ ვორიორზი“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) დასავლეთის კონფერენციის ფინალში არიან. პლეი-ოფის მეორე რაუნდში ოკლენდელებმა იუტას „ჯაზს“ მეოთხე მატჩიც მოუგეს და სერია მშრალი ანგარიშით, 4:0 მოიგეს.

სერიის მეოთხე მატჩი სოლტ ლეიკ სიტიში გაიმართა, რომელიც „გოლდენ სტეიტმა“ დიდი უპირატესობით, ანგარიშით 121:95 მოიგო. ზაზა ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო ხუთულში იყო და მოედანზე 19 წუთი გაატარა. ქართველმა ლეგიონერმა ხუთიდან ერთი ორქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 2 ქულით, 8 მოხსნითა და 2 ჩაჭრით დაასრულა.

„გოლდენ სტეიტ ვორიორზი“ დასავლეთ კონფერენციის ფინალშია და მეტოქეს ელოდება, რომელიც სან ანტონიოს „სპურზისა“ და ჰიუსტონის „როკეტსის“ დაპირისპირებაში გამოვლინდება. აღნიშნულ სერიაში ამჟამად საერთო ანგარიში 2:2 გახლავთ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]