weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მუნდიალზე გასვლის მიუხედავად სერბეთის ნაკრებიდან მწვრთნელი გაუშვეს

11:42 სამშაბათი, 31 ოქტომბერი 2017

ახლახანს დასრულებულ შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქის, სერბეთის ნაკრებიდან მთავარი მწვრთნელი სლავოლიუბ მუსლინი გაათავისუფლეს. 64 წლის გამოცდილი სპეციალისტის ხელმძღვანელობით სერბეთმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს საკმარისი არ იყო.

სერბეთის ფეხბურთის ფედერაცია და გულშემატკივრები უკმაყოფილო დარჩნენ ნაკრების ბოლო ორ მატჩში ნაჩვენები თამაშის ხარისხით (ავსტრიასა და საქართველოსთან). გარდა ამისა, სლავოლიუბ მუსლინი სერბეთის ნაკრებში არ იძახებდა ნიჭიერ ფეხბურთელებს. მათ შორის, ფრანკფურტის „აინტრახტის“ ნახევარმცველ მიატ გაჩინოვიჩსა და „ლაციოს“ შუახაზელ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩს, რომელიც შესანიშნავ სეზონს ატარებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მუსლინის გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო.

ამავდროულად უკვე ცნობილია, რომ გაისად რუსეთში გასამართ მუნდიალზე სერბებს ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი მლადენ კრსტაიჩი გაწვრთნის, რომელიც ეროვნულ გუნდშიც ასპარეზობდა (1999-2008 წლებში) და წლების განმავლობაში ლევან კობიაშვილის თანაგუნდელიც იყო გელზენკირხენის „შალკე 04“-ში.

აღსანიშნავია, რომ სერბეთის ნაკრები მეორე გუნდია, რომელმაც მუნდიალის საგზურის მოპოვების შემდეგ შეიცვალა მთავარი მწვრთნელი. პირველი ასეთი შემთხვევა საუდის არაბეთის ნაკრებში მოხდა, როდესაც ბერტ ვან მარვეიკის ხელმძღვანელობით საუდელებმა რუსეთში ასპარეზობის უფლება ნაადრევად გაინაღდეს, თუმცა მალევე ჰოლანდიელი სპეციალისტი წლის დასაწყისში არგენტინისა და გაერთიანებულ არაბთა საამიროების ნაკრებებიდან დათხოვილი ედგარდო ბაუსათი შეცვალეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]