weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ქართველმა ფიგურულმა მოციგურავეებმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს

12:56 სამშაბათი, 31 ოქტომბერი 2017

2018 წლის ზამთრის მოახლოებული ოლიმპიური თამაშების წინ ფიგურული ციგურაობის საერთაშორისო კავშირის ეგიდით ორგანიზებული სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირები იმართება. 26-29 ოქტომბერს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ჩატარებულ ტურნირში, რომელშიც 20-ზე მეტი ქვეყნის სპორტსმენი მონაწილეობდა, ქართველმა მოციგურავეებმა მე-2 ადგილი და ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

მინსკ-არენაზე ახალი პროგრამები სენიორთა კატეგორიაში მორის ყვითელაშვილმა, ხოლო იუნიორთა შორის ირაკლი მაისურაძემ წარმოადგინეს. მორის ყვითელაშვილმა საკმაოდ დამაჯერებლად იასპარეზა, როგორც მოკლე ასევე თავისუფალ პროგრამებში და 17 კონკურენტს შორის, 227.31 ქულით მე-2 ადგილი და ვერცხლის მედალი დაიმსახურა. ანალოგიური წარმატება ერგო იუნიორთა შორის ირაკლი მაისურაძესაც, რომლისთვისაც ეს წარმატება საკმაოდ მაღალი შედეგი იყო ასეთი რანგის საერთაშორისო ტურნირზე.

მინსკის ტურნირი 2015 წლიდან ტარდება და მოციგურავეები მასში ასპარეზობენ რეიტინგის ზრდისა და მსოფლიო რეკორდული მაჩვენებლის ასამაღლებლად მონაწილეობენ.

შეგახსენებთ, რომ ზამთრის ოლიმპიადა 9-25 თებერვალს სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანში გაიმართება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]