weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2024

13 მაისს არგოხში დოღი გაიმართება

13:19 სამშაბათი, 09 მაისი 2017
13 მაისს არგოხში დოღი გაიმართება ფოტო © დომინიკ ქშიშტოფ ცაგარა

ახმეტის რაიონის სოფელ არგოხში, 13 მაისს ტრადიციული საგაზაფხულო დოღი გაიმართება. შეჯიბრი 3 და 6 კილომეტრზე მოეწყობა. როგორც „რეგინფოს“ დოღის ორგანიზატორმა სოსო ბაბულაიძემ უთხრა, საპრიზო ფონდი 2 000 ლარია, რომელიც პირველი სამი ადგილის მფლობელზე განაწილდება.

შეჯიბრი 12:00 საათზე დაიწყება. დოღში მონაწილეობის მსურველები წინასწარ უნდა დარეგისტრირდნენ ტელეფონის მეშვეობით, ნომერზე: 599-23-11-32.

„თუშეთის საცხენოსნო საზოგადოების“ ორგანიზებითა და ღვინის კომპანია „დანიელის“ ფინანსური მხარდაჭერით დოღი მეოთხე წელია ყოველ გაზაფხულსა და შემოდგომაზე იმართება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, დოღის ჩატარების მიზანი თუშური ტრადიციების შენარჩუნებაა.

გასული წლის მაისში სოფელ არგოხში გამართულ დოღს ინციდენტი მოჰყვა. დოღში ძირითადად თუშები და ქისტები მონაწილეობდნენ. დოღის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რომლის აღკვეთასაც პოლიცია ცდილობდა. პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, სამართალდამცავებს იარაღის გამოყენებაც დასჭირდათ და რამდენიმე წუთის განმავლობაში ჰაერში ისროდნენ დაპირისპირებული მხარეების გასაშველებლად. ინციდენტის შედეგად დაიმტვრა რამდენიმე ავტომობილი და დაშავდა 10–მდე ადამიანი. თავის არეში მიღებული დაზიანებებით პანკისის ხეობაში მცხოვრები 15 წლის ბიჭი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. პოლიციას საქმე არ გამოუძიებია და არც არავინ დაუსჯიათ.

თამარ მოდებაძე

საინფორმაციო ცენტრების ქსელის ჟურნალისტი. აშუქებს საზოგადოების, სოციალურ, გარემოსდაცვით და მთის საკითხებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]