weather cur horoscope tv
ოქტომბერი 23, 2020

ახალგაზრდა მოჭიდავეებმა ერევნის ტურნირზე 11 მედალი მოიპოვეს

17:33 ორშაბათი, 06 ნოემბერი 2017 hits 1168

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა 3-5 ნოემბერს სომხეთის დედაქალაქ  ერევანში გამართული საერთაშორისო ტურნირი 11 მედლით ჩაამთავრა. შეჯიბრებაზე, რომელზეც საქართველოს გარდა მონაწილეობა რუსეთის, ირანისა და სომხეთის ასაკობრივმა გუნდებმა მიიღეს, ქართველმა ჭაბუკებმა 4 ოქროს, 3 ვერცხლისა და 4 ბრინჯოას მედალი მოიპოვეს.

გიორგი გეგელაშვილმა (51 კგ), დავით აბდალაძემ (55 კგ), გიორგი ჩანქსელიანმა (80 კგ) და სოლომონ მანაშვილმა (100 კგ) ყველა შეხვედრა მოიგეს და ჩემპიონები გახდნენ. ნიკა ბერუაშვილს (51 კგ), ლუკა მარიამიძესა (71 კგ) და გიორგი ნებურიშვილს (80 კგ) უმაღლეს ტიტულამდე თითო გამარჯვება დააკლდათ და პოდიუმის მეორე საფეხურზე ავიდნენ. ლექსო მიქელაძემ (48 კგ), გიორგი გელაშვილმა (63 კგ), ბაგრატ გაგნიძემ (71 კგ) და ნიკოლოზ ბარაბაძემ (110 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებს სომხეთში გიორგი კვინიკაძე, ალექსანდრე პატარქალაშვილი, ლაშა ქეთიშვილი და შალვა მუზიაშვილი ხელმძღვანელობდნენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]