weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გორში გამართულ ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა კვიპროსი დაამარცხა

10:50 შაბათი, 11 ნოემბერი 2017

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა გუნდმა გორში გამართული საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა მინიმალური სხვაობით მოიგო. კვიპროსის ნაკრებს ერთადერთი გოლი თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ გაუტანა.

თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გოლი სტუმართა უხეშ შეცდომას მოჰყვა - კვიპროსელთა მეკარის არაზუსტი გადაცემა აქტიური პრესინგისას ჯაბა კანკავამ ჩაჭრა, იქვე მყოფმა ქვილითაიამ კი ბურთი დაამუშავა და ზუსტად დაარტყა.

სხვა მხრივ შეხვედრაში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, საგოლე მომენტებიც იშვიათად იქმნებოდა და საბოლოოდ ანგარიში აღარ შეცვლილა.

საქართველო – კვიპროსი 1:0

საქართველო: ლორია; ო. კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, ნავალოვსკი (გრიგალავა 82); კვეკვესკირი (აბურჯანია 82), კანკავა; პაპუნაშვილი (გვილია 74), ყაზაიშვილი (ლობჟანიძე 67), მერებაშვილი (სიხარულიძე 82); ქვილითაია (კაჭარავა 82).

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

კვიპროსი: გეორგალიდესი; მერკისი, დემეტრიუ, ეფრემი (კასტანოსი 65), კირიაკუ (ავრაამი 73), ხრისტოფი (მიტიდისი 73), სოტირიუ, ლაბანი (ფილაკტუ 65), მარგასა (ვასილიუ 82), არტიმატასი, ლაიფისი, კოსტაკისი (ეკონომიდესი 82).

მწვრთნელი: რან ბენ შიმონი

გოლი: ქვილითაია (24)

გაფრთხილება: კაკაბაძე (26), ლაბანი (25), მერკისი (26), სოტირიუ (79).

მსაჯი: სურენ ბალიანი (სომხეთი)

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]