weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ირანის პოლიციამ ლიონელ მესის ორეული დააკავა

11:53 ოთხშაბათი, 10 მაისი 2017

ლიონელ მესის ორეული რეზა პარასტეში პოლიციამ საკმაოდ უცნაურ გარემოებაში დააკავა. ირანელ მოქალაქეს, რომელიც არგენტინელ ფეხბურთის ვარსკვლავს გარეგნობით ჰგავს, ბრალი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში ედება.

ირანის ქალაქ ჰამადანში რეზა პარასტეშთან ფოტოების გადაღებას ბევრი ადამიანი ცდილობდა. ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფის“ ინფორმაციით, პოლიციას სიტუაციის დასარეგულირებლად მესის ორეულის დაკავება დასჭირდა. სამართალდამცავებმა რეზა პარასტეშს ავტომობილიც ჩამოართვეს.

რეზა პარასტეშმა პოპულარობა რამდენიმე თვის წინ მოიპოვა, როდესაც „ბარსელონას“ მაისურით ფოტო გადაიღო და ინტერნეტში გაავრცელა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]