weather cur horoscope tv
დეკემბერი 02, 2020

შმაგი ბოლქვაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა, საქართველოს ნაკრებმა კი გუნდური 1-ლი ადგილი დაიკავა

11:43 ხუთშაბათი, 23 ნოემბერი 2017 hits 1962

რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე (66 კგ) პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით 23-წლამდე მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

საქართველოს  ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ბრძოლაში მერვედფინალიდან ჩაერთო და ფინელი რამი პეტრი სირიაე 4:2 დაამარცხა, მეოთხედფინალში ჩინელ ცაოცუან ჯანს 3:1 სძლია, ნახევარფინალში კი პოლონელ რომან პაჩურკოვსკის აჯობა – 2:0. გადამწყვეტ შერკინებაში შმაგის მეტოქე რუსი ალენ მირზოიანი იყო, რომელსაც მან 2:0 მოუგო.

ოქროს მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა ევროპის 2-გზის ჩემპიონსა და მსოფლიო პირველობის ბრინჯაოს მედალოსანს უფროსებს შორის, ლაშა გობაძეს (80 კგ). ქართველი მოჭიდავე მერვედფინალში მოლდოველ ვიორელ ბურდუიას იოლად (7:1) გაუმკლავდა, მეოთხედფინალში უკრაინელი ანდრეი ანტონიუკი 4:2 დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში შვედი ალექს მიჩელ ბიურბერგ კესიდისი დაჯაბნა – 2:1. ფინალში გობაძეს თურქმა ბურჰან აქბუდაქმა 2:1 სძლია.

ასევე ვერცხლს დასჯერდა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის ზვიად პატარიძე (130 კგ). მერვედფინალში მან უნგრელი ფერენც ოლმოში 8:0 გაანადგურა, მეოთხედფინალში ლიტველ მანტას კნისტაუტასს 5:1 მოუგო, ნახევარფინალში კი ირანელ ამინ მოჰამადზამან მირზაზადეს ასევე უშანსოდ აჯობა – 3:0. ოქროს მედლისთვის შეხვედრაში “ახალგაზრდა ლომად” წოდებული ქართველი ფალავანი რუსი სერგეი სემიონოვისგან დიდ წინააღმდეგობას წააწყდა და 3:5 წააგო.

ამგვარად, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიო პირველობაზე 1 ოქროსა და 3 ვერცხლის (ტურნირის პირველ დღეს გელა ბოლქვაძე ფინალში დამარცხდა) მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში 51 ქულით პირველ ადგილზე გავიდა, სადაც მე-2 რუსეთი (50) იყო, მე-3 კი – თურქეთი (42).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]