weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ზაზა ფაჩულიამ ჩიკაგოელთა წინააღმდეგ ბრწყინვალედ ითამაშა

10:54 შაბათი, 25 ნოემბერი 2017

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) მორიგი გამარჯვება მოიპოვა “გოლდენ სტეიტ ვორიორზმა“. მოქმედ ჩემპიონ კლუბს საკუთარ დარბაზში ჩიკაგოს „ბულზთან“ არანაირი პრობლემა არ შექმნია – 143:94. კალიფორნიელთა ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ კი შეხვედრაში ჩინებულად ითამაშა.

ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და ამჯერად, მართლაც მაღალ დონეზე ჩაატარა შეხვედრა. 19 წუთში საკუთარ გუნდს 11 ქულა, 5 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა. ფაჩულიამ პერსონალური ჯარიმა ერთადერთხელ მიიღო. საქართველოს ნაკრების ექს-კაპიტანმა უშეცდომოდ ითამაშა შეტევაში: 3-დან სამი ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი კი მეტოქის ფარზე ერთხელ მოხსნა. აღსანიშანვია, რომ ფაჩულია თავის გუნდის რიგებში საუკეთესო მეპასე იყო, ხოლო ჩაჭრების რაოდენობა ომრი კასპისთან ერთად ყველაზე მეტი ჰქონდა. ფაჩულია თანაგუნდელთაგან შედეგიანობით მხოლოდ სტეფ კარის (33 ქულა), კლეი თომპსონსა (29 ქულა) და ნიკ იანგს (17 ქულა) ჩამორჩა.

„გოლდენ სტეიტ ვორიორზს“ 19 თამაშში 14 მოგება და 5 მარცხი აქვს. ამ შედეგით კი დასავლეთ კონფერენციაში მეორე პოზიციაზე იმყოფება. ოკლენდელები მომდევნო შეხვედრას 26 ნოემბერს, შინ „ნიუ ორლეან პელიკანსთან“ ჩაატარებენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]