weather cur horoscope tv
დეკემბერი 02, 2020

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა აშშ ანგარიშით 21:20 დაამარცხა

23:01 შაბათი, 25 ნოემბერი 2017 hits 1261
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა აშშ ანგარიშით 21:20 დაამარცხა ფოტო © გოგიტა ბუხაიძე

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აშშ-ის ეროვნული გუნდი ანგარიშით 21:20 დაამარცხა.

დაძაბული მატჩის პირველ ტაიმში სტუმრები ინიციატივას ორჯერ ლელოთი დაეუფლნენ. საპასუხოდ „ბორჯღალოსნები“ ჯერ საჯარიმო ლელოდადეს, შემდეგ კი დაწინაურდნენ - ლევან ჩილაჩავას ლელო სოსო მათიაშვილმა გარდასახა, ხოლო ტაიმის ბოლოს, დერეფნიდან კარგი კომბინაციის შემდეგ ლელო ჯაბა ბრეგვაძემ გაიტანა და მათიაშვილი ისევ ზუსტი იყო - 21:12.

შესვენების შემდეგ „ბორჯღალოსნები“ გარკვეულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ეს ქულებში ვერ ასახეს, საპირისპიროდ ჯარიმა და ლელო მიიღეს, თუმცა მატჩი გამარჯვებამდე მაინც მიიყვანეს - 21:20.

საქართველოსა და შეერთებული შტატების ნაკრებები აქამდე ერთმანეთს ხუთჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც ორჯერ გამარჯვება „ბორჯღალოსნებმა“ მოიპოვეს, სამჯერ კი ამერიკელებმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]