weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მსოფლიო ჩემპიონატზე მსაჯებს შეეძლებათ მატჩი რასიზმის გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტონ

12:39 სამშაბათი, 28 ნოემბერი 2017

გაისად რუსეთში გასამართ მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე მატჩის მთავარ არბიტრებს პირველად მიეცემათ უფლება, შეწყვიტონ და გადადონ მატჩი სტადიონზე რასიზმის გამოვლენის შემთხვევაში. ამის შესახებ FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი უწყების პრეზიდენტის თქმით, რუსეთში ჩემპიონატის დროს იმოქმედებს სამსაფეხურიანი პროცედურა დისკრიმინაციის გამოვლენასთან საბრძოლველად. ინფანტინოს განმარტებით, შეხვედრები ე.წ. პატიოსანი თამაშის (Fair Play) წესების დაცვით ჩაივლის, რაც ითვალისწინებს ანტიდისკრიმინაციულ და ანტიდოპინგურ ზომებსაც.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი 2018 წლის 14 ივნისიდან 15 ივლისამდე უმასპინძლებს მსოფლიო ჩემპიონატს, რომლის მატჩებიც 11 ქალაქის 12 სტადიონზე გაიმართება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]