weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ზაზა ფაჩულიას 11 ქულა და გამარჯვება „ლოს ანჯელეს ლეიკერსთან“

14:26 ხუთშაბათი, 30 ნოემბერი 2017

ზაზა ფაჩულიას კლუბმა „გოლდენ სტეიტ ვორიორზმა“, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) წინა ტურში საკრამენტოს „კინგზთან“ განცდილი მარცხის შემდეგ, სტუმრად „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ ოვერტაიმში 127:123 დაამარცხა.

„ოქროს შტატელი მეომრების“ ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე გატარებულ 14 წუთში 11 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ფაჩულიამ ხუთიდან ხუთივე ორქულიანი და ერთი საჯარიმო ჩააგდო. ფაჩულიას თავის გუნდში საუკეთესო პლიუს-მინუს მაჩვენებელი ჰქონდა +11.

კალიფორნიულ დაპირისპირებაში „გოლდენ სტეიტს“ კევინ დურანტი და სტეფ კარი დაუბრუნდნენ, რომლებმაც გუნდს ჯამში 57 ქულა შესძინეს: 29 - დურანტმა, 28 - კარიმ.

„გოლდენ სტეიტ ვორიორზი“ 16 მოგებითა და 6 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა. ოკლენდელები მომდევნო შეხვედრას 2 დეკემბერს, ორლანდოში, „მეჯიქთან“ ჩაატარებენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]