weather cur horoscope tv
მაისი 26, 2020

ნინა თიბილაშვილი პარაფარიკაობაში მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა

11:31 პარასკევი, 12 მაისი 2017 hits 1322

ჰოლანდიის ქალაქ სტადსკანალში, 23-წლამდელთა მსოფლიო თასის გათამაშებაში ქართველი პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილი გამარჯვებული გახდა და ოქროს მედალს დაეუფლა.

ნინა თიბილაშვილმა რაპირით ფარიკაობაში საწყის ეტაპზე 5 შეხვედრიდან 4-ის მოგება შეძლო, პლეი-ოფში პოლონელი და თურქი სპორტსმენები 15:11 და 15:12 დაამარცხა, ფინალში კი ფრანგ პარამოფარიკავეს 15:12 აჯობა.

აღსანიშნავია, რომ 12 მაისიდან ორთაბრძოლები უკვე უფროსი ასაკის პარამოფარიკავეთა შორის გაიმართება, სადაც მედლებისთვის ბრძოლაში ნინა თიბილაშვილთან ერთად ირმა ხეცურიანიც იასპარეზებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]