weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალური წყვილები ცნობილია

15:49 ორშაბათი, 11 დეკემბერი 2017

2017-2018 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშების პლეი-ოფის ეტაპზე პირველი კენჭისყრა გაიმართა და 16 მონაწილე გუნდს შორის მერვედფინალურ წყვილები გახდა ცნობილი.

UEFA-ს შტაბ-ბინაში გამართულ წილისყრაზე მხოლოდ სამი ძირითადი წესი მოქმედებდა: ერთმანეთს მხოლოდ ქვეჯგუფის პრიველადგილოსნები და მეორეადგილოსნები შეხვდებოდნენ; არ შეიძლებოდა ერთი ქვეყნის წარმომადგენელი კლუბების ერთმანეთთან შეხვედრა და იმ გუნდების ერთმანეთთან შეხვედრა, რომლებიც ქვეჯგუფში ერთად იყვნენ.

კენჭისყრაზე შემდეგი მერვედფინალური წყვილები შედგა:

იუვენტუსი - ტოტენჰემ ჰოტსპური

ბაზელი - მანჩესტერ სიტი

პორტო - ლივერპული

სევილია - მანჩესტერ იუნაიტედი

მადრიდის რეალი - პარი სენ-ჟერმენი

დონეცკის შახტარი - რომა

ჩელსი - ბარსელონა

ბაიერნი - ბეშიქთაში

მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩები 13-14 და 20-21 თებერვალს, ხოლო საპასუხო შეხვედრები 6-7 და 13-14 მარტს გაიმართება.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]