weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გმირმა საბავშვო წიგნი გამოსცა

12:16 ოთხშაბათი, 13 დეკემბერი 2017

გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველმა მარიო გიოცემ ბავშვებისთვის წიგნი დაწერა, რომელსაც „მარიოს დიდი ოცნება“ ჰქვია.

წიგნში გერმანიის ეროვნულ ნაკრებში თამაშზე მეოცნებე ბიჭის ისტორიაა მოთხრობილი. წიგნების გაყიდვიდან აღებული თანხა მთლიანად მიუნხენის საქველმოქმედო ფონდში ჩაირიცხება და მიუსაფარ ბავშვებს მოხმარდება.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ბავშვები არიან, რადგან ისინი წარმოადგენენ მომავალს, ამიტომაც გადავწყვიტე, დამეწერა საბავშვო წიგნი პატივისცემაზე, ტოლერანტობასა და გონებაგახსნილობაზე“ - ამბობს 25 წლის ფეხბურთელი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში მუდმივად ტრავმირებული მარიო გიოცე, რომელიც 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩში არგენტინის წინააღმდეგ გატანილი ერთადერთი გოლის ავტორია, მინდორს ბუნდესლიგის მეორე წრეში დაუბრუნდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]