weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

FIFA მუნდიალიდან ესპანეთის მოკვეთის საკითხს განიხილავს

10:44 შაბათი, 16 დეკემბერი 2017

ესპანეთის ეროვნული ნაკრები შესაძლოა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატიდან მოკვეთონ. ყოველდღიური გამოცემა El Pais-ის ინფორმაციით, FIFA-მ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას წერილი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ თუ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის ხელისუფლება ჩაერევა, ნაკრები მუნდიალიდან მოიხსნება.

მცირე ხნის წინ ინფორმაცია მსგავსი პრობლემის შესახებ პერუს ნაკრებზეც გავრცელდა.

2017 წლის ივლისში კორუფციის ბრალდებით ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ანხელ მარია ვილიარი დააპატიმრეს, ხოლო მისი ადგილი დროებით ხუან პადრონიმ დაიკავა. ვილიარს ბრალად 45 მილიონი ევროს გაფლანგვა წაუყენეს და ფეხბურთში საქმიანობა ერთი წლით აუკრძალეს.

ახალი საპრეზიდენტო არჩევნებიც სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება და FIFA ესპანელებს აფრთხილებს, რომ არჩევნებში სახელისუფლებო უწყებების ჩარევა არ მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ესპანურ ფეხბურთს ეს ძვირად დაუჯდება.

აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ანალოგიურ სკანდალში ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ევრო 2008-ის წინაც იყო, თუმცა მაშინ მათთვის ყველაფერი კარგად დასრულდა და ესპანეთის ნაკრებმა კონტინენტის პირველობაც მოიგო.

შეგახსენებთ, რომ ხულენ ლოპეტეგის გაწვრთნილმა ესპანეთის ნაკრებმა შესარჩევი ციკლი წარმატებით გაიარა, იოლად დაიკავა ქვეჯგუფში პირველი პოზიცია და რუსეთში გასამართი მსოფლიო პირველობის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტადაც მიიჩნევა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]