weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

დედოფლისწყაროელმა არსენ ყარაგვეზაშვილმა მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა

14:34 ორშაბათი, 18 დეკემბერი 2017

16-17 დეკემბერს თურქეთის ქალაქ სტამბოლში გამართულ შერეული ორთაბრძოლების მსოფლიო თასზე არსენ ყარაგვეზაშვილი მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში დედოფლისწყაროელმა სპორტსმენმა თურქი მეტოქე ემილჰან ქალჰანი ნოკაუტით დაამარცხა.

„მსოფლიო თასზე მიწვეული ვიყავი, როგორც პროფესიონალი მებრძოლი, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამ სახეობაში პირველად მოვსინჯე საკუთარი შესაძლებლობები. მინდოდა შერეულ ორთაბრძოლებშიც მიმეღო მონაწილეობა. ამჯერად შევხვდი თურქ მებრძოლს და გამიმართლა. აშკარა უპირატესობით ნოკაუტი დავაფიქსირე, “ - აღნიშნა გამარჯვებულმა მებრძოლმა.

არსენ ყარაგვეზაშვილის მწვრთნელის, თამაზ ყარაგვეზაშვილის თქმით, სპორტსმენი ორთაბრძოლების ამ სახეობაში საქართველოდან WTO ვერსიით პირველი ჩემპიონია.

არსენ ყარაგვეზაშვილი 2014 წლიდან მსოფლიო ჩემპიონია კიკბოქსინგში, ასევე ფლობს პროფესიონალურ ქამარს ტაილანდურ კრივ K1-ში.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]