weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

თორნიკე შენგელია ევროლიგაზე გამოარჩიეს

11:32 ხუთშაბათი, 21 დეკემბერი 2017

ევროლიგის XIII ტურში თორნიკე შენგელიას კლუბმა „სასკი ბასკონიამ“ დასანანი მარცხი განიცადა, თუმცა ვიტორიელთა ქართველი კაპიტანი პარკეტზე 29 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა და ხსენებულ დროში 19 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. შენგელია ორივე გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა და ამავდროულად მარგი ქმედების კოეფიციენტიც ყველაზე მაღალი ჰქონდა – 26, შესაბამისად, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე სწორედ ის გახდა.

შენგელიას ესპანური გუნდი გათამაშების აუტსაიდერ „ოლიმპია მილანოს“ ეწვია და ვერაფერი დააკლო – 85:92. იტალიელები მთელი თამაში დომინირებდნენ და სტუმრები გონს მხოლოდ დასკვნით მეოთხედში მოვიდნენ, მაგრამ ეს საბოლოო წარმატების მისაღწევად საკმარისი არ გამოდგა. „ბასკონიამ“ საუკეთესო რვა გუნდში შესვლის საკითხი მომავლისთვის გადადო.

„სასკი ბასკონიას“ 13 ტურში 6 მოგება და 7 მარცხი აქვს და მეცხრე პოზიციაზე იმყოფება. ესპანური გუნდი ევროლიგაში მომდევნო მატჩს 22 დეკემბერს, შინ „ბარსელონასთან“ გამართავს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]