weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ლონდონის „ჩელსი“ ინგლისის ჩემპიონი მეექვსედ გახდა

11:15 შაბათი, 13 მაისი 2017

ლონდონის საფეხბურთო კლუბი „ჩელსი“ ინგლისი პრემიერ ლიგის 2016-2017 წლების სეზონის გამარჯვებულია. ანტონიო კონტეს გაწვრთნილმა „არისტოკრატებმა“ უკანასკნელ შეხვედრაში „ვესტ ბრომვიჩ ალბიონი“ გასვლაზე მინიმალური სხვაობით დაამარცხეს და გათამაშების დასრულამდე ორი ტურით ადრე ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.

თანაქალაქელ „ვესტ ბრომვიჩთან“ საჩემპიონო გოლის ავტორი შეცვლაზე შესული ახალგაზრდა ბელგიელი ფორვარდი მიში ბაჩუაი გახდა, რომელმაც 82-ე წუთზე სესარ ასპილიკუეტას მიერ კარის გასწვრივ გაკეთებულ გადაცემისას ვარდნაში ახლო მანძილიდან გაიტანა.

არსებობის ისტორიაში „ჩელსი“ ინგლისის ჩემპიონი მეექვსედ გახდა. ლონდონური კლუბი აქამდე 1954-55, 2004-05, 2005-06, 2009-10 და 2014-15 წლებში იყო ინგლისის პირველადგილოსანი.

ფრანგი ფეხბურთელი ინგლისში საუკეთესოდ აღიარეს

მოპოვებული ტიტულის წყალობით „ჩელსი“ ერთწლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდება და 2017-2018 წლების ევროპის პრესტიჟული ტურნირის გათამაშების ჯგუფური ეტაპისთვის პირველ კალათში იქნება განთესილი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]