weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ტალახაძე საუკეთესო სპორტსმენად სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამაც დაასახელა

10:19 პარასკევი, 29 დეკემბერი 2017

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული გასული წლის მგსავსად, ლაშა ტალახაძემ არგუნა. შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ძალოსანი 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმაც დაასახელა.

ტალახაძემ 2017 წელს სამი ტიტულის მოპოვება სამი რეკორდით შეძლო: აპრილში, ხორვატიის ქალაქ სპლიტში ევროპის უძლიერესი ძალოსნის ტიტული მოიპოვა და ატაცში მსოფლიო რეკორდი დაამყარა; ნოემბერში, დუშეთში საქართველოს ჩემპიონი გახდა; 6 დეკემბერს კი აშშ-ის ქალაქ ანაჰაიმში მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედალი. ორჭიდში ჯამში ლაშამ 477 კილოგრამი დაძლია. იგი ოქროს მედლებს დაეუფლა ატაცსა და აკვრაში.

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის აღნიშნულ ნომინაციაში მეორე ადგილი საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ზაზა ფაჩულიამ დაიკავა. „გოლდენ სტეიტ ვორიორზმა“ NBA-ს ჩემპიონის ტიტული მეხუთედ მოიპოვა (1947, 1956, 1975, 2015, 2017), ზაზა ფაჩულია გახდა პირველი ქართველი კალათბურთელი, ვინც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია მოიგო და NBA-ს საჩემპიონო ბეჭედიც მოირგო.

მესამე პოზიცია მსოფლიოს ჩემპიონ გენო პეტრიაშვილს ერგო. ქართველმა მოჭიდავემ პარიზში გამართულ ტურნირზე 125 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალში ოლიმპიური ჩემპიონი, თურქი თაჰა აქგული 10:8 დაამარცხა და კარიერაში პირველად გახლდა აღნიშნული ტიტულის მფლობელი.

სჟა-მ ასევე დაასახელა საუკეთესო მწვრთნელი, რაშიც პირველობა ძალოსანთა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ არავის დაუთმო. მეორე ადგილი მორაგბეთა ნაკრების თავკაც მილტონ ჰეიგს ერგო, მე-3 პოზიციაზე კი საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი გავიდა.

ღონისძიებაზე ასევე დასახელდა 2017 წლის აღმოჩენა, რომელიც იტალიის კლუბ „რომაში“ მოთამაშე წყალბურთელი ანდრო ბითაძე გახდა, წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენის ვინაობა კი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზვიად პაატრიძეს ერგო.

წლის საუკეთესო სპორტსმენებისა და მწვრთნელების გარდა გამოვლინდა საუკეთესო ნაკრები, რომელშიც რაგბისტებმა გაიმარჯვეს, მეორე და მესამე ადგილები კი, შესაბამისად, კალათბურთელებმაა და წყალბურთელებმა დაიკავეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]