weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გიორგი შერმადინის პირადი წარმატება ევროლიგაში

11:47 პარასკევი, 29 დეკემბერი 2017

მალაგას „უნიკახამ“ საკალათბურთო ევროლიგაში ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო, რაშიც უდიდესი როლი გიორგი შერმადინმა ითამაშა. თელ-ავივის „მაკაბის“ დამარცხებისას (89:78) შერმადინი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და 15 ნათამაშები წუთის მიუხედავად მატჩის საუკეთესო მოთამაშე (MVP) გახდა.

მატჩის ბედი დასკვნით პერიოდში გადაწყდა, რომელიც სტუმარმა ესპანურმა კლუბმა რვაქულიანი უპირატესობით მოიგო და ეს საბოლოო წარმატების მისაღწევად საკმარისი აღმოჩნდა.

გიორგი შერმადინი ძალიან ახლოს იყო ორმაგ დუბლთან და 15 ქულა, 9 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა. ცალსახაა, რომ 15 წუთისთვის შესაშური სტატისტიკური მონაცემებია. ქართველმა ცენტრმა თითქმის 100%-იანი სიზუსტით შეუტია მეტოქის კალათს: 6-დან 5 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, სამჯერ კი ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა. შერმადინი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო გახლდათ მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით – 26.

„უნიკახას“ 15 მატჩში 7 მოგება და 8 მარცხი აქვს და მეათე ადგილზე იმყოფება. ანდალუსიელები შემდეგ ტურში 4 იანვარს, „ვალენსიას” უმასპინძლებენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]