weather cur horoscope tv
აგვისტო 09, 2020

ჭაბუკმა მოჭიდავეებმა ბუქარესტში 10 მედალი და გუნდური პირველი ადგილი მოიპოვეს

12:26 ორშაბათი, 15 მაისი 2017 hits 1064

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, სადაც მედლები 10 წონით კატეგორიაში გათამაშდა, ყველა კატეგორიაში შეძლეს თითო მედლის მოპოვება და გუნდურ პირველ ადგილს დაეუფლნენ.

ტურნირის ჩემპიონები გიორგი ჭოლაძე (42 კგ), დიმიტრი სალდაძე (50 კგ), ლაშა ბაირამოვი (76 კგ) და დავით ქოჩქიანი (85 კგ) გახდნენ, გიორგი მუზაშვილს (69 კგ), ვლადიმერ გამყრელიძესა (54 კგ) და გიორგი ელბაქიძეს (63 კგ) უმაღლეს ტიტულამდე თითო გამარჯვება დააკლდათ და ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ, გიორგი გეგელაშვილს (46 კგ), ავთანდილ გოდელაშვილსა (54 კგ) და ჭაბუკი გამყრელიძეს (100 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები და ბრინჯაოს მედლები ერგოთ.

შეჯიბრში სულ 26 ქვეყანა მონაწილეობდა და საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. მეორეზე თურქეთი გავიდა, მესამეზე კი - გერმანია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]