weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ზამთრის თასის გამარჯვებული საქართველოს ნაკრები გახდა

10:28 ორშაბათი, 15 იანვარი 2018

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული ზამთრის თასი-2018, გასული წლის მსგავსად, საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ექვსგუნდიანი ტურნირის ფინალში საქართველომ ესპანეთს 6:3 სძლია.

ტურნირზე A ჯგუფში საქართველო, ესპანეთი და იტალია ასპარეზობდნენ, ხოლო B ჯგუფში – UEFA, უკრაინა და თურქეთი.

ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი კახა კალაძე გახდა, რომელმაც ნახევარფინალსა და ფინალში 7 გოლი გაიტანა.

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად სლოვენიელი მილენკო აჩიმოვიჩი დასახელდა, საუკეთესო მეკარედ კი - ესპანელი ხულიო იგლესიასი.

მინი ტურნირზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გამოდიოდნენ: გიორგი ლომაია, დავით გვარამაძე, მამუკა მაჭავარიანი, ლევან კობიაშვილი, კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი, ლევან ცქიტიშვილი, გოჩა ჯამარაული, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი ქინქლაძე, გიორგი დემეტრაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, დავით სირაძე და გივი კვარაცხელია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]