weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ედინსონ კავანი საფრანგეთში საუკეთესოდ აღიარეს

12:43 სამშაბათი, 16 მაისი 2017

საფრანგეთში საფეხბურთო სეზონი შეაჯამეს და ჩემპიონატის გამორჩეული ფეხბურთელები გამოავლინეს. ლიგა 1-ის საუკეთესო მოთამაშედ „პარი სენ ჟერმენის“ ურუგვაელი ცენტრფორვარდი ედინსონ კავანი დასახელდა, რომელსაც 35 ტურის თავზე ამდენივე გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირის ტიტულიც გარანტირებული აქვს.

საფრანგეთის 2016-2017 წლების ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის ბრძოლაში კავანიმ თანაგუნდელ მარკო ვერატის, ლიონის „ოლიმპიკის“ თავდამსხმელ ალექსანდრ ლაკაზეტსა და „მონაკოს“ პორტუგალიელ შუახაზელ ბერნარდო სილვას აჯობა.

ლიგა 1-ის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად, როგორც მოსალოდნელი იყო, „მონაკოს“ ფორვარდი კილიან მბაპე აღიარეს. 18 წლის თავდამსხმელმა თანაგუნდელ ტომა ლემარს, „პარი სენ-ჟერმენელ“ ადრიენ რაბიოსა და „ნიცას“ ვილან სიპრიენს აჯობა. საუკეთესო მწვრთნელის პრიზი კი პირველადგილოსანი „მონაკოს“ პორტუგალიელ თავკაცს, ლეონარდო ჟარდიმს ერგო.

ჩემპიონატში საუკეთესო გოლის ავტორად ლიონის „ოლიმპიკის“ ჰოლანდიელი თავდამსხმელი მემფის დეპაი დასახელდა, რომელმაც „ტულუზასთან“ შეხვედრაში გოლი მოედნის ცენტრიდან გაიტანა.

საუკეთესოთა ნომინაციების მსგავსად, ასევე გამოვლინდა ლიგა 1-ის სეზონის სიმბოლური თერთმეტეულიც:

მეკარე: დანიელ სუბაშიჩი (მონაკო).

მცველები: ჯიბრილ სიდიბე, კამილ გლიკი, ბენჟამინ მენდი (სამივე - მონაკო), ტიაგო სილვა (პარი სენ-ჟერმენი).

ნახევარმცველები: ბერნარდო სილვა (მონაკო), (პარი სენ-ჟერმენი), ჟან სერი (ნიცა).

თავდამსხმელები: კილიან მბაპე (მონაკო), ედინსონ კავანი (პარი სენ-ჟერმენი), ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]