weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

UEFA-მ შესაძლოა ჩემპიონთა ლიგაზე „რედ ბულის“ კლუბები არ დაუშვას

16:13 სამშაბათი, 16 მაისი 2017

ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება „რედ ბულის“ კუთვნილმა „ლაიპციგმაცა“  და „ზალცბურგმაც“ მოიპოვა, მაგრამ რამდენად გასაკვირიც უნდა იყოს, ერთ-ერთი ანდა ორივე საფეხბურთო კლუბი ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე შესაძლოა ვერ ვიხილოთ.

საქმე ისაა, რომ UEFA ოფიციალურად კრძალავს თავის საკლუბო ტურნირებში ერთი ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში მყოფი ორი ან მეტი გუნდის ერთდროულად მონაწილეობას. შესაბამისად, ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში საფიქრალი მიეცათ და ჯერ-ჯერობით უცნობია, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას გამოიტანენ.

2016-2017 წლების სეზონის ერთ-ერთმა მთავარმა აღმოჩენამ, „ლაიპციგმა“ გერმანიის ბუნდესლიგაში მეორე ადგილი დაიკავა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის საგზური ავტომატურად მოიპოვა, მაგრამ ახლა ხსენებული დაბრკოლების წინაშე დადგა. რაც შეეხება ავსტრიის ჩემპიონს, ზალცბურგის „რედ ბული“ კვლავ პლეი-ოფში ითამაშებს, სადაც უკვე ზედიზედ 9 წელია მონაწილეობს, მაგრამ ცხრაჯერვე დამარცხდა და ევროპა ლიგით უწევს დაკმაყოფილება. ამის ფონზე, გერმანელ წარმომადგენელთა მიღწევა ბევრად დასაფასებელია, რადგან ლაიპციგური გუნდი სულ რაღაც 7 წლის წინ დაარსდა და გერმანიის წლევანდელ ჩემპიონატში სადებიუტო სეზონი ჰქონდა.

აქვე გეტყვით, რომ ავსტრიულ ენერგეტიკული სასმელების კომპანია „რედ ბულს“ (Red Bull GmbH) ხსენებული ორი ევროპული გუნდის გარდა, კიდევ სხვა სამი კლუბი აქვს: ნიუ იორკის „რედ ბულზი“, „რედ ბულ ბრაზილი“ და „რედ ბულ განა“. ხუთივე კლუბს იდენტური ლოგოები და გუნდის ეკიპირებები აქვთ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]