weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მსოფლიოს ჩემპიონატის თასი თბილისში

11:29 პარასკევი, 09 თებერვალი 2018

ისტორიაში პირველად, FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის თასი ერთი დღით საქართველოში ჩამოიტანეს. დელეგაციამ, რომლის ერთ-ერთი წევრი მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონი ქრისტიან კარამბე იყო, თასი სომხეთის დედალაქ ერევნიდან თბილისში ჩამოიტანა.

თბილისში მსოფლიოს ჩემპიონატის თასის ჩამოტანის ცერემონიას ყველასთვის ცნობილი ქართველი ფეხბურთელები ესწრებოდნენ, მათ შორის - ალექსანდრე ჩივაძე, ვლადიმერ გუცაევი, ოთარ გაბელია, რევაზ ძოძუაშვილი და სხვა. ასევე ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი და თბილისის მერი კახა კალაძე.

მუნდიალის თასის ჩამოტანის ორგანიზებაში FIFA-ს პარტნიორობას უწევდნენ კომპანია „კოკა-კოლა“ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. ფეხბურთის გულშემატკივრებს მსოფლიოს ჩემპიონატის თასის ხილვის საშუალება 13:00 საათიდან 18:00 საათამდე „თბილისი მოლში“ ჰქონდათ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]