weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

გიორგი სოღოიანი ოლიმპიადას გამოეთიშა

10:33 ორშაბათი, 12 თებერვალი 2018

პიონჩანში მიმდინარე ზამთრის XXIII ოლიმპიადაზე პირველი ქართველი სპორტსმენი გამოვიდა. ერთადგილიან ციგაში გიორგი სოღოიანმა სამ ცდას 2:27.459 წუთი მოანდომა, 32-ე შედეგი აჩვენა და ვინაიდან ფინალში საუკეთესო ოცეული გადიოდა, ასპარეზობა ნაადრევად დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა სპორტსმენმა მხოლოდ 8 მეტოქეს აჯობა.

ოლიმპიადაში ქართველი ოლიმპიელებიდან მომდევნო სამთო-მოთხილამურე ნინო წიკლაური ჩაერთვება. დღეს, 12 თებერვალს ის ძალებს გიგანტურ სლალომში მოსინჯავს, 14-ში კი – სლალომში.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]