weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

UEFA-მ დაჯილდოების ძველი წესი აღადგინა

12:17 ხუთშაბათი, 18 მაისი 2017

ევროპულ საფეხბურთო ტურნირებში დაჯილდოების ცერემონიის გამართვის წესი კიდევ ერთხელ შეიცვალა. UEFA-ს პრეზიდენტ ალექსანდერ ჩეფერინის განცხადებით, ფინალში გამარჯვებული გუნდი მოედანზე დაჯილდოვდება და არა ტრიბუნაზე საპატიო ლოჟაში, როგორც ეს ბოლო წლებში ხდებოდა.

ჩეფერინის განმარტებით, ფეხბურთელები მოედანზე თამაშობენ და ამიტომაც სამართლიანი იქნება თუ ისინი თასსა და მედლებს პირდაპირ მოედანზე მიიღებენ. აღნიშნული წესი UEFA-ს ეგიდით გამართულ ყველა ტურნირში იმოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ გამარჯვებული გუნდები თასითა და მედლებით ადრეც მოედანზე ჯილდოვდებოდნენ, მაგრამ UEFA-ს პრეზიდენტად მიშელ პლატინის მოსვლის შემდგომ დაჯილდოვების ცერემონიამ ძველებური წესის მსგავსად მინდვრიდან ტრიბუნაზე გადაინაცვლა, რაც ამჯერად კიდევ ერთხელ შეცვალეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]